ფეხბურთი

15:36 | 13.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ობამეიანგი ბოლტზე სწრაფად დარბის?

"დორტმუნდის" გაბონელმა ახალწვეულმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა 30 მეტრი 3,7 წამში გაირბინა, რაც მართლაც იშვიათი მაჩვენებელია ფეხბურთელის კვალობაზე. აღსანიშნავია, რომ ლეგენდარულმა იუსეინ ბოლტმა 2009 წელს ბერლინში 100 მეტრზე რბენაში რეკორდი რომ მოხსნა, 30 წამი 4,7 წამში ჰქონდა დაფარული. ობამეიანგის გარბენმა თვითმხილველები გააოცა.

მიხაელ ცორკი ("დორტმუნდის" სპორტული დირექტორი): "შოკში ვარ... ობამეიანგი უდავოდ ერთ-ერთი უსწრაფესი ფეხბურთელია, რაც მინახავს".

გაბონელი "სენტ-ეტიენიდან" გადავიდა გერმანულ კლუბში. მან ბოლო სეზონში 37 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 14 საგოლე პასი მიითვალა.


0.120267