ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა, თეთრ სახლში “ლოს-ანჯელეს გელექსის” ფეხბურთელებს შეხვდა.
პრეზიდენტმა მოთამაშეებს ჩრდილო-ამერიკის ლიგაში გამარჯვება მიულოცა და რამდენიმე მათგანს ეხუმრა კიდეც. ობამამ დევიდ ბექჰემზე საუბრისას აღნიშნა _ “ცოტა ფეხბურთელს თუ შეუძლია მინდორზე ასეთი უხეში იყოს და ამასთან საკუთარი თეთრეულის ხაზი ჩაუშვას წარმოებაში. მეტიც, მისი გუნდელების ნახევარი შვილად ერგება. ჩვენ ვბერდებით დევიდ, თუმცა შენ ჩემზე კარგად გამოიყურები”.
ბექჰემი საკუთარ თეთრეულის ხაზს რეკლამას თავადვე უკეთებს. მოგვიანებით კი განაცხადა, რომ სარეკლამო კამპანიაში მეტჯერ აღარ აპირებს მონაწილეობას, რადგან ეს ფაქტი მის შვილებს არ სიამოვნებთ.