ესპანური “ლევანტეს” ოფიციალური საიტის ცნობით, თავდამსხმელმა ობაფემი მარტინსმა საკუთარი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება გამოიყენა და კარიერის აშშ-ში გაგრძელება გადაწყვიტა. აფრიკელი შემტევი “სიეტლში” ითამაშებს.
“როგორც იქნა, შემიძლია ოფიციალურად დავადასტურო, რომ “სიეტლში” ვითამაშებ. ეს ჩემი კარიერის ახალი ეტაპი და სერიოზული გამოწვევაა”, - დაწერა მარტინსმა “ტვიტერზე”.
ცნობისათვის, მარტინსი, რომელსაც მილანის “ინტერსა” და “ნიუკასლში” უთამაშია, “ლევანტეს” ღირსებას ზაფხულიდან იცავდა. ვალენსიელთა მაისურით, აფრიკელმა 27 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი მიითვალა. თავდამსხმელი ნიგერიის ეროვნული ნაკრების წევრიცაა. მან სამშობლოს ღირსება 34 შეხვედრაში დაიცვა და 18 გოლით გამოირჩა.