თამაშგარე

14:04 | 7.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

ო ჯეი სიმპსონი თავისუფლებას 9 წლით ემშვიდობება

ამერიკული ფეხბურთის ყოფილ ვარსკვლავს, ო ჯეი სიმპსონს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მიუხედავად ვარსკვლავის მცდელობისა, თავი დაეღწია სასჯელისთვის და უამრავი ხვეწნა-მუდარისა, სასამართლომ მას მაინც დიდი ხნით საპატიმრო განაჩენი გამოუტანა.
სიმპსონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის 12 საქმე იყო აღძრული, აქედან 3 დანაშაულის გამო ბრალი ოქტომბერში წაუყენეს. ადამიანის გატაცება, შეიარაღებული თავდასხმა და ძარცვა, ეს იმ დანაშაულებათა ჩამონათვალია, რის გამოც ო ჯეის ბრალი წაუყენეს. ის  თანამზრახველებთან ერთად, ნევადაში, სასტუმროს ნომერში შევარდა და სპორტული ჯილდოების მოპარვა განიზრახა.
დაუსჯელი არც სიმპსონის თანამზრახველი სიჯეი სტიუარტიც დარჩენილა. მას 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
მოსამართლე, დევიდ კუკი ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ დაზარალებული გოლდმანი სიმპსონს „სასიამოვნო პატიმრობას“ უსურვებს.
 

0.314071