თამაშგარე

11:35 | 20.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნური შაჰინის ცოლს ინგლისთან შეგუება უჭირს

მადრიდიდან ლივერპულში გადაბარგებული ფეხბურთელის, ნური შაჰინის ცხოვრება ძირეულად შეიცვალა. მოგეხსენებათ, ინგლისი მთელს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული ქვეყანაა და ბრიტანეთში ცხოვრება და იქ ფეხის მოკიდება კონტინენტელებს ხშირ შემთხვევაში ძალიან უჭირთ.
თურქული წარმოშობის ფეხბურთელი ქალაქ ლივერპულში რასაკვირველია მეუღლესთან, ტუგბა შაჰინთან ერთად გადაბარგდა. ნურის მეუღლეს ბრიტანეთი თავიდანვე არ მოსვლია თვალში და ახლა სულ იმის წუწუნშია, რომ ბრიტანელების ჯერჯერობით ვერაფერი გაიგო და ისევ მადრიდს მისტირის.
ტუგბა, ნური შაჰინს ცოლად ჯერ კიდევ მაშინ გაჰყვა, როდესაც ფეხბურთელი გერმანიაში თამაშობდა. ტუგბა შაჰინისათვის მადრიდში გადასვლა დიდი ზეიმი ყოფილა და დიდი სახლის შეძენაც სურდა. მაგრამ, მუხთალმა იღბალმა და სეუ ჟოზეს ნური შაჰინისადმი დამოკიდებულებამ ყველაფერი წყალში ჩაყარა.
 

0.145894