ფეხბურთი

20:08 | 23.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნუნუ: “ვალენსია” დიდებული იყო

“ვალენსიას” მთავარი მწვრთნელი, ნუნუ ესპირიტო სანტო “ხეტაფესთან” გამარჯვებით (3:0) ბედნიერი იყო. პორტუგალიელი მწვრთნელის თქმით, მისმა გუნდმა დიდებულად ითამაშა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

“ჩვენ დიდებულად ვითამაშეთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია პირველ ტაიმში გამართული და ეფექტური ასპარეზობა. დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ.

მიუხედავად ამისა, ეიფორია დასრულდა და “კორდობასთან” შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ. მინდა ვთხოვო ქომაგს, რომ მოვიდნენ და გაავსონ “მესტალია”. ისინი ჩვენი გუნდის მე-12 მოთამაშენი არიან. ხუთშაბათს იოლი მატჩი არ გველის. ჩვენ ასე უნდა განვაგრძოთ და ქომაგები გავახაროთ”. – განაცხადა ახალგაზრდა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ “ვალენსიას” 4 შეხვედრაში 10 ქულა აქვს და მე-2 პოზიციას იკავებს.

ირაკლი ალიმბარაშვილი

0.103674