რუსეთისა საფხებურთო პრემიერლიგის პირველ ტურში საკუთარ მოედანზე ყაზანის “რუბინთან” გამარჯვების (2:1) შემდეგ, “კრასნოდარის” მეკარემ ნუკრი რევიშვილმა “სპორტ-ექსპრესთან” საუბარში განაცხადა, რომ მატჩის მსვლელობაზე კლიმატურმა პირობებმა დიდი გავლენა იქონია.
- მატჩის ბოლოს ორივე გუნდი გაუაზრებლად უტევდა. ეს რას უკავშირდება – შეგნებულ რისკს თუ დაღლილობას?
- ეს სიცხის ბრალია. მეკარე ვარ და მისგან მეც კი დავიღალე. ვერ წარმოიდგენთ, თამაშის ბოლოს ბიჭებს როგორ გაუჭირდათ. ბევრს კუნთები “ეკვანძებოდა” და ხასიათის ხარჯზე თამაშობდნენ. ტაქტიკურ წიაღსვლებისთვის არავის ეცალა.
- “რუბინმა” გოლი გაგიტანათ. არადა, ამ გუნდიდან წასვლის შემდეგ, აქამდე სამჯერ შეხვდით და ყაზანელებმა თქვენი კარი ვერცერთხელ აიღეს...
- გულწრფელად გეთყვით, რომ ამის შესახებ ყველაზე ნაკლებად ვფიქრობდი. თამაშამდე და მის შემდეგ. მთავარია, რომ ძალიან ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ.
- თქვენს კარში დანიშნულ პენალტზე უდავოს ვერ იტყოდი, ამის მიუხედავად, გუნდის არცერთ ფეხბურთელს არბიტრთან კამათი არ უცდია...
- გულწრფელად გეტყვით, რომ ნიკოლაევს ჩვენს კარში პენალტის დანიშვნა უფრო ადრე შეეძლო. კამათს არავითარი აზრი არ ჰქონდა. ჩვენ დისციპლინირებული გუნდი ვართ და გარდა ამისა, მსაჯი თავის გადაწყვეტილებას არ ცვლის. უნდა გვეთამაშა და შედეგისთვის მიგვეღწია.
- ახალ სეზონში “კრასნოდარს” რა ამოცანების გადაწყვეტა მოუწევს?
- ოფიციალური მიზანი საუკეთესო 8 გუნდს შორის მოხვედრაა. ფეხბურთელებმა კი მიზანი ასე განვსაზღრეთ – რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ. პრემიერლიგაში წინასწარ რაიმეს დაგეგმვა სისულელეა. ის ძალიან ძლიერია, რომ მსგავსი გათვლები გააკეთო. მე-6 ადგილზე გავალთ, საუცხოო იქნება, უფრო მაღლა ავიწევთ, მით უკეთესი. გუნდს სურს უფრო ძლიერი იყოს და “რუბინის” დარ გუნდებთან გამარჯვებას რაც შეიძლება ხშირად მიაღწიოს.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა