ჩოგბურთი

10:19 | 11.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნოვაკი იგებს და ფრთხილობს

 ლონდონში მიმდინარე Barclays ATP World Tour Finals-ის მეორე ნახევარფინალში 26 წლის სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა 28 წლის შვეიცარიელ სტანისლას ვავრინკას 6:3, 6:3 მოუგო და ზედიზედ მეორედ გავიდა სეზონის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში. შარშან “ნოლემ” როჯერ ფედერერი დაამარცხა, წლეულს კი ტიტულისთვის რაფა ნადალთან მოუწევს ბრძოლა.

ვავრინკასთან დაპირისპირებისას ჯოკოვიჩმა საათსა და 25 წუთში ბრეიკი და 2 ეისი შეასრულა, სტანისლასთან პირად მატჩებში კი 15:2 დაწინაურდა.

“მეც და რაფასაც ბრწყინვალე სეზონი გვქონდა. განსაკუთრებით ნადალის თამაში უნდა აღვნიშნოთ. მან სავსებით დაიმსახურა რეიტინგსიის ლიდერობა. მოუთმენლად ველი მასთან მორიგ ფინალურ დაპირისპირებას. ორივეს მოგება გვწყურია და გადამწყვეტ შეხვედრას ფავორიტი არ ჰყავს”, - ნოვაკი ფინალის წინ ფრთხილ განცხადებას აკეთებს.

0.121601