სხვა

12:47 | 19.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნორვეგია ტიტულს დაემშვიდობა

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე ნახევარფინალური წყვილები ასეთია: ბრაზილია - დანია, სერბეთი - პოლონეთი.

ამ ოთხეულიდან მსოფლიო ჩემპიონი მხოლოდ დანია ყოფილა (1997). დანიელები 50-ე წუთისთვის ორი ბურთით აგებდნენ გერმანიასთან და გადამწყვეტი გამოდგა გარემარბ ტრინე იენსენის ზედიზედ გატანილი 4 გოლი. საბოლოოდ - 31:28.

პოლონეთი და ბრაზილია აქამდე არასოდეს მოხვედრილან მსოფლიო ჩემპიონატის ან ოლიმპიადის ოთხეულში. პოლონელებმა მოგებას საფუძველი პირველ ტაიმში ჩაუყარეს, როდესაც 3:5 აგებდნენ და ზედიზედ 7 გოლის შემდეგ 10:5 დაწინაურდნენ. წინა მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორებმა, ფრანგებმა რამდენჯერმე დაიყვანეს სხვაობა ერთ ბურთამდე, მაგრამ მეტი ვერ შეძლეს.

ბრაზილია ერთადერთი გუნდია, ვინც ყველა მატჩი მოიგო. ზედიზედ მეშვიდე მოგება ყველაზე ძნელი აღმოჩნდა - ამისათვის 80 წუთი, ანუ ორი დამატებითი დრო გახდა საჭირო. ბრაზილია თავიდან 6:1 დაწინაურდა, მაგრამ ამის შემდეგ თამაში ბოლომდე თანაბარი იყო.

ტურნირს გამოეთხოვა 2011 წლის მსოფლიო და 2012 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, ნორვეგია. ნორვეგიელები დასაწყისში 9:4 უგებდნენ სერბებს, მაგრამ მასპინძლებმა ხანგრძლივი დევნა წამოიწყეს და მეორე ტაიმის შუაში, დრაგანა ცვიიჩის ზედიზედ 2 ზუსტი პენალტის შემდეგ გაათანაბრეს ანგარიში - 21:21.  ნორვეგია აქ გატყდა და სანია დამნიანოვიჩმა მალევე დააწინაურა სერბეთი, ვინც უთუოდ ფავორიტი იქნება ნახევარფინალში, პოლონეთის წინააღმდეგ.

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი სერბეთში
18
დეკემბერი,  მეოთხედფინალი

პოლონეთი - საფრანგეთი 22:21
პოლ: კაპსკა (8/23), ვისოკინსკა (4/10) -  ვოიტასი 5, სიოდმიაკი 5, ნედვეძი 3, სემენიუკი 3, შვედი 1 (3ბ), კონიუშანეცი 1, კუდლაცი 1 (4პ), იოხიმეკი 1, კულვინსკა 1, ბიზდრა 1, მიგალა, გრჟიბი სტასიაკი
საფ:  ლე ინო (6/18), დარლო (4/14) -  პინო 5, დემბელე 5, ბოდუენი 4, კამტო-ნჯიტამი 2, სისე 1, აბდურაიმი 1, სინიატე 1,  ტუნკარა 1, ლაკრაბერი 1 (6პ), ზაადი, დერუა, გუაორანი

ბრაზილია - უნგრეთი 33:31 (26:26, 29:29)
ბრა: პესოა (10/22), არენჰარტი (9/28) - ნაშიმენტო 10, ამორიმი 6, როდრიგესი 5,  როჩა 4, კავალეირო 3, და სილვა 3, პიედადე 1, მოურა 1, ანდრადე
უნგ: ჰერი (11/37), კიში (1/8) - ტომორი 7, გორბიცი 5, ციფრა 5, სუჩანსკი 3, რედეი-შოოში 3, ბულატი 2, მ. კოვაჩიცი 2, ა. კოვაჩიცი 1, ბოდნარი 1, სამორანსკი 1, ტრიშჩუკი 1, სეკერეში, ვერტენი

დანია - გერმანია 31:28
დან: გრევე (6/23), პოულსენი (2/24) - კრისტიანსენი 7, იენსენი 6, ნორგარდი 4, გრავჰოლტი 4, ფისკერი 4, ჰანსენი 2, ა. იორგენსენი 2, ბურგარდი 1 (4პ, 3ბ), ტორსგარდი 1, ს. იორგენსენი, შუმახერი, ბონდე
გერ: ვოლტერინგი (12/41), კრაუზე (0/2) - მიულერი 12, ლიორპერი 5, ნადგორნაია 4, ცაპფი 2, შტაინბახი 2, ნაიძინავიჩუსი 1, აუგსბურგი 1, ალტჰაუსი 1, გეშკე, ლანგი, ჰუბინგერი, ბაიერი

სერბეთი - ნორვეგია 28:25
სერ: ტომაშევიჩი (14/32), რისოვიჩი (2/9) - დამნიანოვიჩი 8, ცვიიჩი 8, ლეკიჩი 4,  კრპეჟი 3, ნისავიჩი 2, ჟივკოვიჩი 2,  პოპოვიჩი 1,  ერიჩი, რისოვიჩი, რაიოვიჩი, ფილიპოვიჩი,
ნორ:  ლუნდე (16/43), სოლბერგი (0/1) - ლოკე 5, ბრეივანგი 4, მორკი 4, სულანდი 4, ჰერემი 2, ჰამერსენგი 2, ბლანკო 2, ალსტადი 1, რიგელჰუტი 1, სოლბერგი, ნოსტვოლდი, მოლიდი, კრისტიანსენი

ნახევარფინალი, 20 დეკემბერი
21:00 ბრაზილია - დანია
23:45 სერბეთი - პოლონეთი

http://geohandball.ge

0.112673