ჭადრაკი

22:48 | 17.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნონას თასის გათამაშება ქართველი მოჭადრაკეების გამარჯვებით დასრულდა

დასრულდა ნონას თასის გრანდიოზული ტურნირის გათამაშება, რომლის საპრიზო ფინდი 35 000 ლარს შეადგენდა. აღნიშნული ტურნირი ყველა ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდა. გამორჩეულ ინტერესს, დიდების ტურნირი იწვევდა.

ქალთა შორის პირველი ადგილი მაკა ფურცელაძეს ერგო, ხოლო ვაჟთა შორის პირველობა არავის დაუთმო ლუკა პაიჭაძემ.

ქალთა შორის თანაბარი, 6,5-6,5 ქულა დააგროვეს მაკა ფურცელაძემ და ეროვნული ნაკრების წევრმა ლელა ჯადუხიშვილმა. უკეთესი კოეფიციენტით, პირველი ადგილი მაკა ფურცელაძეს ერგო. რაც შეეხება მესამე ადგილს, ბრინჯაოს მედალი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, გამოცდილ ნინო ხურციძეს ერგო. რომელიც პირველ-მეორე ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს ნახევარი ქულით ჩამორჩა. აღსანიშნავია რომ, ხურციძე, ბოლო ტურში, ვაჟთა შორის გამარჯვებულ ლუკა პაიჭაძესთან დამარცხდა.

რაც შეეხება ვაჟთა ტურნირს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პაიჭაძემ ნინო ხურციძეს მოუგო. რაც შეეხება მეორე ადგილზე გასულ ლევან ფანცულაიას, რომელმაც ასევ 7,5 ქულა დააგროვა, ბოლო წუთში ყაიმი გააკეთა აღნიშნული ტურნირის ფავორიტთან, ესპანეთის წარმომადგენელ ოლეგ კორნეევთან. პირველ-მეორე ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ გიგა ყუფარაძე (საქართველო), ტიგრან პეტროსიანი (სომხეთი) და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი მერაბ გაგუნაშვილი. უკეთესი კოეფიციენტით, მესამე ადგილი გიგა ყუფარაძეს ერგო, ხოლო მეოთხე-მეხუთე ადგილები პეტროსიანმა და გაგუნაშვილმა გაინაწილეს. ამით, ტურნირი დასრულდა.

0.104747