ჭადრაკი

13:47 | 15.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ნონამ” ევროპის საკლუბო ჩემპიონატი რეიტინგ-ფავორიტის დამარცხებით დაიწყო

ესპანეთის ქალაქ ბილბაოში მიმდინარე ქალ მოჭადრაკეთა ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე შესანიშნავი სტარტი აიღო ბათუმის საჭადრაკო კლუბმა “ნონამ”, რომელმაც პირველ ტურში ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბი, ასპარეზობის რეიტინგ-ფავორიტი “მონტეკარლო” 2,5-1,5 დაამარცხა.

გთავაზობთ, შეხვედრის ტექნიკურ შედეგებს:

ნანა ძაგნიძე (“ნონა”)– ჰოუ იფანი (“მონტეკარლო”) 0.5-0.5

ბელა ხოტენაშვილი (“ნონა”)– ანა მუზიჩუკი (“მონტეკარლო”) 0.5-0.5

სალომე მელია (“ნონა”) – კატერინა ლაჰნო (“მონტეკარლო”) 1-0

ნინო ბაციაშვილი (“ნონა”) – პია კრამლინგი (“მონტეკარლო”) 0.5-0.5

ევროპის ჩემპიონატი 7 ტურად ტარდება. შეხვედრები თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

 

0.115732