ჭადრაკი

21:01 | 2.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნონა გაფრინდაშვილის თასი

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გვერდზე - facebook გაიმართება ვიქტორინა. მონაწილეობა შეუძლია ყველა ჭადრაკის მოყვარულს თუ პროფესიონალ მოჭადრაკეს.

დაისმევა 5 სხვადასხვა შეკითხვა მსოფლიოს ლეგენდარული ჩემპიონის ნონა გაფრინდაშვილის ბიოგრაფიიდან.

მონაწილემ ხუთივე კითხვის პასუხი უნდა ჩაწეროს ერთი კომენტარის ველში და მისი პასუხები უნდა იყოს კითხვების თანმიდევრული.

პირველი მონაწილე ვინც ხუთივე შეკითხვას გასცემს სწორ პასუხს, პერსონალურად იქნება მიწვეული ნონა გაფრინდაშვილის თასის გათამაშებაში.

თასის გათამაშება სტარტს აიღებს 9 სექტემბრის 15.00 საათზე.

საკონკურსო კითხვები გამოქვეყნდება 4 სექტემბერს 20.00 საათზე

https://www.facebook.com/georgian.chessfederation?hc_location=timeline

www.gcf.org.ge

0.122273