ქართულმა საჭადრაკო კლუბმა “ნონამ” ესპანეთის ქალაქ ბილბაოში მიმდინარე ევროპის საკლუბო ჩემპიონატის მთავარი ჯილდო ვადაზე ადრე მოიპოვა. ქართველმა მოჭადრაკეებმა ზედიზედ მე-6 გამარჯვება იზეიმეს და ბოლო ტურის წინ უახლოეს კონკურენტ 3 ქულით უსწრებენ, რაც ჩემპიონობის ტოლფასია.
მე-7 ტურში “ნონამ” ებრაული “რიშონ ლეციონი” 4:0 გაანადგურა. პარტიები ნანა ძაგნიძემ (2566), ბელა ხოტენაშვილმა (2507), სალომე მელიამ (2464) და ნინო ბაციაშვილმა (2426) მოიგეს.
შედეგად, ქართველმა მოჭადრაკეებმა 12 ქულა მოაგროვეს, მათი უახლოესი მდევარი კი რუსული “ნაშე ნასლედიეა”, რომელმაც ებრაულსავე “ჰერცლიას” ასევე 4:0 სძლია და 9 ქულა მოაგროვა. მე-3 ადგილზე ტურნირზე რეიტინგ-ფავორიტი “მონტე-კარლოა” 8 ქულით.
დასკვნით ტურში “ნონა” სწორედ “ნაშე ნასლედიეს” გაეჯიბრება.