გერმანიის ნაკრების ძირითადმა მეკარემ მანუელ ნოიერმა ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ დღეს პირველად ივარჯიშა. შეგახსენებთ, ალემანთა ეროვნული თასის ფინალში მიუნხენის “ბაიერნის” გოლკიპერმა მხარი იღრძო, მას შემდეგ მოყოლებული კი მკურნალობდა.
“ბუნდესმანშაფტის” ბანაკიდან იტყობინებიან, რომ მანუელმა საერთო ჯგუფში ივარჯიშა, ამასთან მომავალ კვირას კამერუნის წინააღმდეგ დანიშნულ ტესტ-მატჩში ნოიერის თამაში გამორიცხულია.