მიუნხენის “ბაიერნის” მეკარე მანუელ ნოიერი ტრავმას იშუშებს და მადრიდის “რეალთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩებისთვის ემზადება. “რეკორდმაისტერის” ოფიციალური საიტის ცნობით, გერმანელი “სამეფო კლუბთან” დაპირისპირებისთვის სრულად გამოჯანმრთელებული იქნება.
“თავს კარგად ვგრძნობ. მოედანზე დაბრუნებას “რეალთან” მატჩში ველი”, - განაცხადა ნოიერმა.
არაა გამორიცხული, მიუნხენელთა სამწვრთნელო შტაბმა ნოიერი “აინტრახტთა” ბუნდესლიგის უახლოესი ტურის მატჩშივე ათამაშოს. აქვე შეგახსენებთ, რომ “რეალისა” და “ბაიერნის” პირველი ნახევარფინალური დაპირისპირება 23 აპრილს ჩატარდება.