მიუნხენის “ბაიერნის” მეკარემ მანუელ ნოიერმა ერთ-ერთ გერმანულ გამოცემასთან საუბრისას ბავარიული კლუბის მოქმედი და ყოფილი მთავარი მწვრთნელების: პეპ გვარდიოლასა და იუპ ჰაინკესისას ტაქტიკური ხედვა შეადარა ერთმანეთს და გულახდილად თქვა, რომ უპირატესობას გვარდიოლას ანიჭებს.
“გასულ სეზონში საკმაოდ ხშირად, უკან ვიხევდით ხოლმე და ვცდილობდით გრძელი გადაცემით გაგვეყვანა დასარტყმელ პოზიციაზე მარიო მანჯუკიჩი. ახლა კი გაცილებით მეტი ყურადღება ეთმობა შეტევაში კომბინაციური თამაშით გადასვლას. არის მომენტები, როცა კომბინაციაში მეც ვმონაწილეობ და ეს სიახლე ძალიან მომწონს. შეიძლება ითქვას, თავდაჯერებულობასაც მმატებს” – განაცხადა ნოიერმა.