მიუნხენის “ბაიერნის” კარის დარაჯი მანუელ ნოიერი აცხადებს, რომ ის სხვა გუნდში წასვლას არ აპირებს.
ბოლო დროს, მანუელ ნოიერს ხან “მანჩესტერ სიტის” უკავშირებენ, ხანაც მადრიდის “რეალს”, მაგრამ ფეხბურთელი გავრცელებულ ჭორებს უარყოფს.
“კარგი იქნება, თუ “ბაიერნში” მრავალი წლის განმავლობაში ვითამაშებ. გუნდის დატოვების მიზეზი არ მაქვს. ყველა გავრცელებული ჭორი სიცრუეა. კლუბის გამოცვლაზე საუბარი უცნაურიც იქნებოდა, რადგან მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ვთამაშობ.
მინდა თუ არა “ბაიერნის” კაპიტნობა? რა თქმა უნდა, ამ პასუხისმგებლობის ასაღებად მზად ვარ. თუმცა, მიმაჩნია, რომ უკეთესია არჩევანი ისეთ მოთამაშეზე შეჩერდეს, რომელიც ყოველთვის მოვლენების ეპიცენტრშია. ფილიპ ლამი დაკისრებულ მოვალეობას თავს შესანიშნავად ართმევს.” – განაცხადა ნოიერმა Mუნცჰენ Mერკურ-თან საუბრისას.