ჩოგბურთი

14:27 | 25.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნოემბრის ბოლო რეიტინგი

ქალთა საჩოგბურთო ასოციაციამ (WTA) ნოემბრის ბოლო რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც 8 ქართველი გოგონა ფიგურირებს. ცხადია, მათგან საუკეთესო მაჩვენებელი ანა ტატიშვილს აქვს, რომელიც 499 ქულით 128-ე ადგილზე რჩება.

128 (128). ანა ტატიშვილი – 499 ქულა; 224 (225). სოფო შაფათავა – 272; 303 (301). ოქსანა კალაშნიკოვა – 160; 445 (474). ეკატერინე გორგოძე – 81; 468 (467). მაკა ჩახნაშვილი – 74; 677 (690). სოფო ქვაცაბაია – 36; 1196 (1211). მარიამ ბოლქვაძე – 4; 1216 (1204). თამარ ჭალაგანიძე – 3;

გაცილებით უარესი მდგომარეობა გვაქვს პროფესიონალ ჩოგბურელთა ასოციაციის (ATP) კლასიფიკაციაში, სადაც ქართველთაგან საუკეთესო ნიკოლოზ ბასილაშვილს 116 ქულით 360-ე ადგილი უკავია, მის გარდა კი, რეიტინგში ალექსანდრე მეტრეველს (1093), გიორგი ცივაძეს (1655), მიხეილ ხმიადაშვილს (2122) და გიორგი ჯავახიშვილს (2156) ვხედავთ.

მიმდინარე კვირაში ანტალიის 10-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში მოხვედრას გიორგი ჯავახიშვილი და დემურ დავითაძე ცდილობდბენ, თუმცა, წარუმატებლად. ჯავახიშვილმა ყატარელი მუსა შანან ზაიედი 6:1, 6:1 დაამარცხა, შემდეგ კი მე-2 ნომრად განთესილ გერმანელ მაქსიმილიან მარტერერთან 4:6, 0:3-ს აგებდა, როდესაც თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

რაც შეეხება დავითაძეს, მან ამერიკელ ჯორდან დიკს 0:6, 7:6 (7:5), 7:6 (9:7) სძლია, მე-10 განთესვის მქონე ამერიკალსავე ნიკიტა კრივონოსს კი ვეღარ გაუმკლავდა – 2:6, 2:6.

0.120421