გერმანულმა “ნიურნბერგმა” გუნდის მთავარი მწვრთნელი მიხაელ ვიზინგერი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის მიზეზი ბუნდესლიგის გასულ ტურში, “ჰამბურგთან” 0:5 მარცხია.
“ჰამბურგსა” და “ნიურნბერგს” შორის გამართული შეხვედრა სტუმართა დამრიგებლისთვის, ბერტ ვან მარვეიკისთვის პირველი, ხოლო მასპინძელთა თავკაცისთვის, მიხაელ ვიზინგერისთვის ბოლო გამოდგა. საკუთარ კედლებში სამარცხვინო ანგარიშით წაგების შემდეგ, “ნიურნბერგის” მთავარ მწვრთნელს, ისევე როგორც მის ასისტენტს, არმინ როიტერშანს კარისკენ მიუთითეს.
ბუნდესლიგის 8 ტურის შემდეგ, “ნიურნბერგი” 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-16 ადგილს იკავებს.