გერმანიის ბუნდესლიგის 22–ე ტურის დასკვნითი დღე შედარებით ნაკლებ ინტერესს იწვევდა, რადგან გათამაშების ფავორიტებმა თავიანთი მატჩები შაბათს ჩაატარეს. მიუხედავად ამისა, გერმანელ ქომაგს არც დღევანდელ შეხვედრებში მოუწყენია.
დღე შედეგიანი ფრით დაიწყო – „ნიურნბერგმა“ „ჰანოვერს“ უმასპინძლა და ქულა მატჩის უკანასკნელ წუთზე გადაარჩინა. პირველი ტიამის მიწურულს, საბოლჩ ჰუსტი მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და ძლიერი დარტყმით, ჰანოვერელები წინ გაიყვანა
მეორე ტაიმში, მასპინძლები სხვა შემარტებით გამოვიდნენ და სულ მალე, წონასწორობაც აღადგინეს – ჰიროსი კიოტაკეს ჩაწოდებულ ბურთს ტიმ კლოზემ თავი ისე მოხდენილად დაუხვედრა, რომ მის ცნობილ მოგვარესაც შეშურდებოდა – 1:1.
რამდენიმე წუთში, „ჰანოვერი“ დიდიე ია კონანის გოლის წყალობით ისევ დაწინაურდა, მაგრამ საქმის გამარჯვების მიყავან ვერ შეძლო – 90–ე წუთზე, სებასტიან კიოტაკემ ნიურნბერგელებს ქულა მოუტანა – 2:2.
ბრუნო ლაბადიას „შტუტგარტი“ „ჰოფენჰაიმს“ ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით იმარჯვა. ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი მატჩის დებიუტში გავიდა – შტუტგარტელთა შემტევმა მარტინ ჰარნიკმა ეფექტური თავური დარტყმით სტუმრებს 3 ქულა მოუტანა.
ნიურნბერგი. „იზიკრედიტი“. 36101
ნიურნბერგი – ჰანოვერი 2:2 (0:1)
ნიურნბერგი: შეფერი, პინოლა, ნილსონი, ჩენდლერი, კლოზე, ფოილნერი (მაკი 81), ბალიჩი, სიმონსი, კიოტაკე, ფრანცი (კანაძაკი 63), პეკჰარტი (პოლტერი 82).
მწვრთნელი: მიხაელ ვიზინგერი
ჰანოვერი: ცილერი, ჯურუ, პანდერი (რაუში 66), შულცი, საკაი, ჰოფმანი, პინტუ, ჰუსტი, ია კონანი (შმიდებახი 75), აბდელაუიე, დიუფი (სობეხი 84).
მწვრთნელი: მირკო სლომკა
გოლები: 0:1 ჰუსტი (41), 1:1 კლოზე (54), 1:2 ია კონანი (67), 2:2 პოლტერი (90)
გაფრთხილებები: პოლტერი (90) – საკაი (61), რაუში (90)
კარში დარტყმა: 10 (5) – 9 (6) ჯარიმა: 11 - 18 კუთხური: 4 - 1 თამაშგარე: 2 - 1 ბურთის ფლობა: 53% - 47% სეივი: 4 – 3
ზინსჰაიმი. „რაინ ნეკარ არენა“. 28750
ჰოფენჰაიმი – შტუტგარტი 0:1 (0:1)
ჰოფენჰაიმი: გომესი, ბეკი, აბრაჰამი, ჯონსონი, დელპიერი, ვილიამსი (ვაისი 54), პოლანსკი (გრიფო 80), უსამი, ხოსელუ, ფოლანდი, დე კამარგო (დერდიოკი 54).
მწვრთნელი: მარკო კურცი
შტუტგარტი: ულრაიხი, საკაი, ტასკი, ბოკა, ნიდერმაიერი, იორგენსენი, გენტნერი, ჰოლცჰაუზერი (მოლინარო 83), ტრაორე (ოკაზაკი 87), ჰარნიკი (რიუდიგერი 90), იბიშევიჩი.
მწვრთნელი: ბრუნო ლაბადია
გოლი: 0:1 ჰარნიკი (3)
გაფრთხილებები: ვილიამსი (44), ფოლანდი (73) – ბოკა (19), ტრაორე (65), ჰარნიკი (83), ოკაზაკი (90)
კარში დარტყმა: 8 (3) – 7 (3) ჯარიმა: 13 - 17 კუთხური: 1 - 1 თამაშგარე: 3 - 3 ბურთის ფლობა: 60% - 40% სეივი: 2 – 3
1. | ბაიერნი | 22 | 18 | 3 | 1 | 57:7 | 57 |
2. | დორტმუნდი | 22 | 12 | 6 | 4 | 50:26 | 42 |
3. | ლევერკუზენი | 22 | 12 | 5 | 5 | 43:30 | 41 |
4. | აინტრახტი | 22 | 11 | 4 | 7 | 38:34 | 37 |
5. | ფრაიბურგი | 22 | 9 | 7 | 6 | 29:22 | 34 |
6. | ჰამბურგი | 22 | 10 | 4 | 8 | 27:27 | 34 |
7. | მაინცი | 22 | 9 | 5 | 8 | 30:27 | 32 |
8. | ჰანოვერი | 22 | 9 | 3 | 10 | 41:41 | 30 |
9. | შალკე | 22 | 8 | 6 | 8 | 35:37 | 30 |
10. | გლადბახი | 22 | 7 | 9 | 6 | 31:33 | 30 |
11. | ვერდერი | 22 | 8 | 4 | 10 | 38:41 | 28 |
12. | შტუტგარტი | 22 | 8 | 4 | 10 | 24:39 | 28 |
13. | ფორტუნა | 22 | 7 | 6 | 9 | 27:29 | 27 |
14. | ნიურნბერგი | 22 | 6 | 8 | 8 | 22:29 | 26 |
15. | ვოლფსბურგი | 22 | 7 | 5 | 10 | 22:32 | 26 |
16. | ჰოფენჰაიმი | 22 | 4 | 4 | 14 | 26:46 | 16 |
17. | აუგსბურგი | 22 | 2 | 9 | 11 | 18:35 | 15 |
18. | ფიურტი | 22 | 2 | 6 | 14 | 13:36 | 12 |
22 თებერვალი: ფრაიბურგი – აინტრახტი.
23 თებერვალი: ბაიერნი – ვერდერი, შტუტგარტი – ნიურნბერგი, ჰანოვერი – ჰამბურგი, მაინცი – ვოლფსბურგი, აუგსბურგი – ჰოფენჰაიმი, შალკე – ფორტუნა.
24 თებერვალი: გლადბახი – დორტმუნდი, ფიურტი – ლევერკუზენი
ბომბარდირები: კისლინგი (ლევერკუზენი), მანჯუკიჩი (ბაიერნი) – 15, ლევანდოვსკი (დორტმუნდი) – 14, მაიერი (აინტრახტი), სალაი (მაინცი) – 12, მიულერი (ბაიერნი) – 11.