ფეხბურთი

3:10 | 9.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნიურნბერგი“ შინ 3 ქულით ბრუნდება

გერმანიის ბუნდესლიგის 25–ე ტური სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი კლუბების – „აუგსბურგისა“ და „ნიურნბერგის“ დაპირისპირებით გაიხსნა. სტუმრებმა აუგსბურგიდან 3 ქულა წაიღეს და გასავარდნ ზონას კიდევ უფრო დაშორდნენ.

ნიურნბერგელები 21–ე წუთზე, ჰიროსი კიოტაკეს გოლის წყალობით დაწინაურდნენ. „აუგსბურგმა“ გონს მოსვლა მოკლე დროში მოახერხა და 15 წუთში, წონასწორობაც აღადგინა. უნდა ითქვას, რომ ამაში ბრალი სტუმართა მეკარეს – რაფაელ შეფერს მიუძღვის, რომელმაც ტობიას ვერნერის თავურის შემდეგ ბურთი ხეირიანად ვერ შეიმაგრა.

შესვენების შემდეგ, „ნიურნბერგი“ გააქტიურდა და მიზანსაც მალევე მიაღწია – ალექსანდრ ეშვაინმა ზუსტად დაჰკრა და როგორც მოგვიანებით გაირკვა, თავის გუნდს 3 ქულაც მოუტანა.

 

აუგსბურგი. „სგლ არენა“. 30000

აუგსბურგი – ნიურნბერგი 1:2 (1:1)

აუგსბურგი: ამსიფი, კალსენ–ბრაკერი, კლავანი, ოსტშოლეკი, ოტლი (მორავეკი 71), ვერნერი (ერლი 63), ფოგტი, ჩჟა–ჩოლი, ჰანი, მიოლდერსი, დონ–ვონი (ბანსე 83).

მწვრთნელი: მარკუს ვაინარცლი

ნიურნბერგი: შეფერი, ნილსონი, ჩენდლერი, კლოზე, პლატენჰარდტი (პინოლა 46), ფოილნერი, ბალიჩი (დაბანლი 75), სიმონსი, კიოტაკე (ილდიზი 84), პეკჰარტი, ეშვაინი.

მწვრთნელი: მიხაელ ვიზინგერი

გოლები: კიოტაკე (21), 1:1 ვერნერი (36), ეშვაინი (54)

გაფრთხილებები: ფოგტი (49), კალსენ–ბრაკერი (53), ჩჟა–ჩოლი (71), ბანსე (90) – პლატენჰარდტი (6), ფოილნერი (39)

არში დარტყმა: 11 (5) – 6 (3) ჯარიმა: 24 - 20 კუთხური: 3 - 2 თამაშგარე: 2 - 1 ბურთის ფლობა: 61% - 39% სეივი: 0 – 4

 

1. ბაიერნი 24 20 3 1 64:8 63
2. დორტმუნდი 24 13 7 4 54:28 46
3. ლევერკუზენი 24 13 6 5 45:31 45
4. ფრანკფურტი 24 11 5 8 38:35 38
5. ფრაიბური 24 9 9 6 30:23 36
6. შალკე 24 10 6 8 41:39 36
7. ჰამბურგი 24 10 5 9 29:33 35
8. მაინცი 24 9 7 8 32:29 34
9. გლადბახი 24 8 10 6 33:34 34
10. ჰანოვერი 24 10 3 11 47:45 33
11. ნიურნბერგი 25 7 10 8 26:32 31
12. შტუტგარტი 24 8 5 11 26:42 29
13. ფორტუნა 24 7 7 10 29:32 28
14. ვერდერი 24 8 4 12 39:48 28
15. ვოლფსბურგი 24 7 6 11 24:37 27
16. აუგსბურგი 25 4 9 12 22:38 21
17. ჰოფენჰაიმი 24 4 4 16 27:49 16
18. ფიურტი 24 2 8 14 14:37 14

 

9 მარტი: ბაიერნი – ფორტუნა, შალკე – დორტმუნდი, ფრაიბურგი – ვოლფსბურგი, მაინცი – ლევერკუზენი, ფიურტი – ჰოფენჰაიმი, გლადბახი – ვერდერი.

10 მარტი: ჰანოვერი – აინტრახტი, შტუტგარტი – ჰამბურგი.

ბომბარდირები: ლევანდოვსკი (დორტმუნდი), კისლინგი (ლევერკუზენი) – 16, მანჯუკიჩი (ბაიერნი) – 15, მაიერი (აინტრახტი), სალაი (მაინცი) – 12.

 

0.120012