ფეხბურთი

1:35 | 8.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

„ნიურნბერგი“ „მაინცს“ წამოეწია

გერმანიის ბუნდესლიგის 28–ე ტური არცთუ გამორჩეული მატჩებით დასრულდა. „ნიურნბერგმა“ უშუალო კონკურენტ „შტუტგარტს“ სძლია და სატურნირო ცხრილში მდგომარეობა გაიუმჯობესა, „ჰანოვერი“ და „შტუტგარტი“ კი, ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ.

„ნიურნბერგისა“ და „მაინცის“ დაპირისპირებაში პირველმა ტაიმმა უგოლოდ ჩაიარა, რაც თამაშის მიმდინარეობას ლოგიკურად ასახავდა. შეხვედრის დასკვნით 45 წუთში, მასპინძლებმა უკეთ ითამაშეს და 3 ქულაც „ჩაიჯიბეს“. 54–ე წუთზე, ჰიროსი კიოტაკეს ჩაწოდების შემდეგ, პერ ნილსონმა თავური დარტყმით აიღო მაინცელთა კარი და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. მასპინძელთა სიხარული დიდ ხანს არ გაგრძელებულა, რადგან ნიკოლაი მიულერმა მალევე აღადგინა წონასწორობა და სტუმრებს ქულის გადარჩენის იმედი გაუჩინა.

69–ე წუთზე, ისევ ნილსონმა ივარგა – კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს საჭირო ადგილას დახვდა და „ნიურნბეგს“ 3 ქულა მოუტანა.

როგორც უკვე ვთქვით, „ჰანოვერმა“ და „შტუტგარტმა“ ქულები გაიყვეს. აღნიშნულ მატჩში ბრუნო ლაბადიას გაწვრთნილებს გაცილებით მეტი საგოლე მომენტები ჰქონდათ, მაგრამ ვერცერთი მათგანის რეალიზება ვერ მოახდინეს და, შესაბამისად, ფრეს დასჯერდნენ.

 

ნიურნბერგი. „გრუნდიგი“. 35000

ნიურნბერგი – მაინცი 2:1 (0:0)

ნიურნბერგი: შეფერი, ნილსონი, კლოზე, პინოლა, ჩენდლერი, ბალიჩი, სიმონსი, ფოილნერი, კიოტაკე (ფრანცი 81), ეშვაინი (დაბანლი 90), პეკჰარტი (პოლტერი 88).

მწვრთნელი: მიხაელ ვიზინგერი

მაინცი: ვეტკლო, პოსპეხი, სვენსონი, ნოვესკი, დიასი, კირჰგოფი (ივანშიცი 80), ბაუმჰარტლინგერი, მიულერი, ზიმლინგი (ედე 80), სოტო (ჩუპო–მოტინგი 70), სალაი.

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

გოლები: 1:0 ნილსონი (54), 1:1 მიულერი (61), 2:1 ნილსონი (69)

გაფრთხილებები: ბალიჩი (57), პოლტერი (89) – ბაუმჰარტლინგერი (87)

არში დარტყმა: 4 (4) – 6 (3) ჯარიმა: 15 - 12 კუთხური: 2 - 6 თამაშგარე: 0 - 3 ბურთის ფლობა: 34% - 66% სეივი: 2 – 1

 

ჰანოვერი. „ავდ არენა“. 46000

ჰანოვერი – შტუტგარტი 0:0

ჰანოვერი: ცილერი, ჯურუ (ჰაგი 51), სულცი, პოკონიოლი, საკაი (აბდელაუიე 62), ჩერუნდულო, ჰოფმანი, პინტუ (შლაუდრაფი 78), რაუში, ია კონანი, დიუფი.

მწვრთნელი: მირკო სლომკა

შტუტგარტი: ულრაიხი, ტასკი, მოლინარო, ბოკა, საკაი, რიუდიგერი, გენტნერი, ტრაორე (მაკედა 79), მაქსიმი, ოკაზაკი (იორგენსენი 66), იბიშევიჩი.

მწვრთნელი: ბრუნო ლაბადია

არში დარტყმა: 9 (1) – 13 (8) ჯარიმა: 22 - 9 კუთხური: 6 - 6 თამაშგარე: 0 - 2 ბურთის ფლობა: 52% - 48% სეივი: 8 – 1

თეგებიბუნდესლიგა
0.112654