პრემიერლიგის ”ნიუკასლ იუნაიტედის” სტადიონ ”სენტ ჯეიმს პარკზე”, ბრიტანეთში ყველაზე დიდი საახალწლო ღონისძიება გაიმართება. ”ჯორდების” სტადიონი უკვე იქირავა ერთ-ერთმა ინგლისურმა კომპანიამ, რომელმაც სახელი მრავალფეროვანი და საინტერესო შოუ-წარმოდგენებით გაითქვა.
”სენტ ჯეიმს პარკიზე” საახალწო შოუ 31 დეკემბრის ღამეს გაიმართება და დასწრების მსურველებს ბილეთში საკმაოდ ძვირის, 70 გირვანქის გადახდა მოუწევთ. თუმცა, ამ თანხაში შოუს ბილეთის გარდა, სადღესასაწაულო საჩუქრები, ტორტის დაგემოვნება და ცოტაოდენი შამპანურიც შედის.
შოუს ორგანიზარტორები ამბობენ, რომ ქალაქ ნიუკასლის მთავარ სტადიონზე დაგეგმილი კონცერტის დროს აურაცხელი სიურპრიზები ელოდებათ, თუმცა ამ სიურპრიზებზე კონკრეტულად რასაკვირველია არაფერს ამბობენ. ”ნიუკასლის” ქომაგებს კი, ალბათ, მხოლოდ ის სურთ, რომ შოუს მონაწილეებმა მათი საყვარელი გუნდის სტადიონის გაზონი არ გააფუჭონ, რადგან ამ ზამთარში გაზონის განახლება ინგლისშიც კი არ იქნება ადვილი საქმე.