პრემიერლიგის მე-6 ტურის დასკვნითი შეხვედრა “ბრიტანია სთედიუმზე” შედგა, სადაც ადგილობრივმა გუნდმა “ნიუკასლი” მიიღო და მინიმალური სხვაობით დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-15 წუთზე პიტერ კრაუჩმა გაიტანა და თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა. რაც შეეხებათ სტუმრებს, დიდი შანსია, რომ აღნიშნული შეხვედრა ბოლო აღმოჩნდეს “ჯორდების” თავკაცის – ალან პარდიუსთვის, რადგან მის გუნდს საშინელი სტარტი აქვს, 6 ტურის შემდეგ მოუგებელია და 3 ქულით გასავარდნ ზონაშია. “კაჭკაჭების” გულშემატკივრები უკვე ხმამაღლა ითხოვენ მის წასვლას..
სტოკი – ნიუკასლი 1:0 (1:0)
სტოკი, “ბრიტანია სთედიუმი”
სტოკი (4-2-3-1): ბეგოვიჩი, უილსონი, შოუკროსი, მუნიესა, ბერდსლი, ველანი, ნ’ზონზი, მოზესი (ასაიდი 82), ადამი (აირლანდი 61), დიუფი (არნაუტოვიჩი 23), კრაუჩი.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი
ნიუკასლი (4-2-3-1): კრული, კოლოჩინი, უილიამსონი, დუმეტი, ჯანმაატი, კოლბეკი, ტიოტე, გუფრანი (ობერტანი 68), კაბელია (ამეობი 74), სისოკო, რივიერი (სისე 46).
მწვრთნელი: ალან პარდიუ
გოლი: კრაუჩი 15.
გაფრთხილებები: ბერდსლი – კოლბეკი, სისე
მსაჯი: კრეიგ პაუსონი
ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 12(3)-16(1), ჯარიმა: 20-15, კუთხური: 2-10, თამაშგარე: 4-0, სეივი: 1-2
ბომბარდირები: დიეგო კოშტა (“ჩელსი”) – 8, ლეონარდო ულოა (“ლესტერი”) – 5.
ირაკლი ალიმბარაშვილი