ინგლისური “ნიუკასლი” და ფრანგული “ლიონი” ბაფატემი გომისის ტრანსფერზე შეთანხმდნენ. L’Equipe-ს ცნობით, ფრანგი კარიერას ნისლიან ალბიონზე განაგრძობს.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, ინგლისელებს ტრანსფერი 7 მილიონი ევრო დაუჯდებათ. საგულისხმოა, რომ 27 წლის ფორვარდის გადაბირება “ასტონ ვილას”, “კარდიფსა” და “სუონსის” სურდათ.
ცნობისათვის, გასულ სეზონში, გომისმა 21 გოლით გამოიჩინა თავი.