ფეხბურთი

11:25 | 31.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ნიუკასლი” 20 წლის ფრანგში 10 მილიონს იხდის

ინგლისის “ნიუკასლმა” ფრანგულ “ლილს” ახალგაზრდა ნახევარმცველ ფლორიან ტოვენის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო შესთავაზა.

საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელის შეძენა ლონდონის “არსენალსა” და “მარსელსაც” უნდათ, მაგრამ RMC-ს ცნობით, ოფიციალური შეთავაზება მხოლოდ “კაჭკაჭებმა” გააკეთეს.

“ნიუკასლი” 20 წლის შემტევ ნახევარმცველში 10 მილიონ ევროს დაუყოვნებლივ გადაიხდის, ხოლო კიდევ 2 მილიონს ფრანგებს ბონუსების სახით ჩაურიცხავს.

0.067196