29 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით სომხეთის დედაქალაქ ერევანში ახალგაზრდა ჩოგბურთელთა შორის საერთაშორისო ტურნირი Orange Cup-ი ჩატარდა. შეჯიბრებაში მონაწილეობა 14-წლამდე ვაჟებმა და გოგონებმა მიიღეს. სულ ჩემპიონობისთვის 15 ქვეყნის 64 მონაწილე იბრძოდა.
საერთაშორისო ტურნირში ძალები ქართველმა ჩოგბურთელებმაც მოსინჯეს და 1 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ვაჟთა შორის პირველი ადგილი ნიკოლოზ დავლიანიძემ დაიკავა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში რუს მოწინააღმდეგეს 2 სეტში აჯობა.
გოგონათა შორის ჩატარებულ ტურნირში ნინი მემეშიშმა ფინალში გასვლა შეძლო, იქ კი დამარცხდა და მეორე ადგილი დაიკავა.
სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური