ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში რუსეთის ნაკრებმა 1:1 ითამაშა ესპანეთთან. რუსეთიდან გოლი ნახევარმცველმა ნიკოლაი ყიფიანმა გაიტანა მეორე ტაიმში, რითაც, როგორც აღმოჩნდა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. რუსეთის ნაკრებში კიდევ ერთმა ნახევარმცველმა, გიორგი მელქაძემ ითამაშა.
ყიფიანსა და მელქაძეზე “მსოფლიო სპორტს” ადრეც დაუწერია. ისინი წლეულს ბელარუსში გამართულ ტურნირზეც თამაშობდნენ, სადაც საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებიც მონაწილეობდა.
17-წლამდელთა ელიტ-რაუნდში უკვე ითამაშა შვედეთმა და ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა. შვედეთის ნაკრებში მარცხენა მცველი გიგა ჩხეიძე გახლავთ – მან სამივე მატჩში ითამაშა და ასევე ყველა შეხვედრა ჩაატარა ელიტ-რაუნდამდე, I საკვალიფიკაციო ეტაპზე. გიგა ჩხაიძე შვედურ “კალმარში” ირიცხება.