თბილისის ჭადრაკის სასახლეში გრძელდება საქართველოს ქალთა ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშება. 5 ტურის თავზე ტურნირს ერთპიროვნულად სოფიო ნიკოლაძე (2174) ლიდერობს, რომელსაც ქულათა მაქსიმუმი გააჩნია.
ნიკოლაძეს ნახევარი ქულით სოფიო გვეტაძე (2313) ჩამორჩება, ხოლო ნინო ხომერიკის (2063) აქტივში 4.0 ქულაა.
მე-6 ტურში გვეტაძე ნიკოლაძეს ეთამაშება, ხოლო ხომერიკის მეტოქე მარიამ ჭოლაძე (1909) იქნება.
შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს და მასში 25 მოჭადრაკე ასპარეზობს. აღსანიშნავია, რომ I-V ადგილებზე გასული მონაწილეები საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლებას მოიპოვებენ.