კალათბურთი

22:02 | 4.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლა ბატუმმა, მხრის ტრავმის გამო, შესაძლოა, სეზონი ნაადრევად დაასრულოს

 

"პორტლენდის" ფრანგმა ფორვარდმა ნიკოლა ბატუმმა, მარჯვენა მხრის ტრავმის გამო, შესაძლოა, 2012-13 წლების სეზონის დარჩენილი ნაწილი გამოტოვოს - იტყობინება SB Nation. 24 წლის კალათბურთელმა დაზიანება ორშაბათს, "იუტასთან" დაპირისპირებისას მიიღო.

2009 წლის ოქტომბერში, ფრანგმა ოპერაცია მარჯვენა მხრის მყესების გაწყვეტის გამო გაიკეთა. ბატუმმა "ჯაზმენებთან" მატჩის შემდგომ კომენტარებში განაცხადა, რომ ანალოგიურ ტკივილს განიცდიდა, როგორსაც 4 წლის წინ. თუმცა მისდა სასიხარულოდ, ტრავმა არც ისე სერიოზული აღმოჩნდა, როგორც თავდაპირველად მედიკოსებს ეგონათ. ნიკოლა ოპერაციას გადაურჩა, თუმცა მისი სარეაბილიტაციო პროცესი 3 კვირაზე მეტს გაგრძელდება.

მიმდინარე სეზონში, "პორტლენდის" ფორვარდის საშუალო მონაგარი 14,3 ქულა, 5,6 მოხსნა, 4,9 შედეგიანი გადაცემა, 1,2 ჩაჭრა და 1,1 დაფარება გახლდათ.

0.120946