დანიელი ფეხბურთელის, ნიკლას ბენდტნერის მეგობარი გოგო, კაროლინ ლუელ ბროკდორფი ერთ-ერთ ინგლისურ გასართობ არხზე ტელეწამყვანი გახდა. კაროლინს ჟურნალისტობის გამოცდილება უკვე გააჩნდა. ბენდტნერის გულისსწორი, ცოტა ხნის წინათ, ბულვარულ ჟურნალებთან თანამშრომლობდა და მის მიერ შექმნილ საკმაოდ საინტერესო, თუმცა, ეროტიკული შინაარსის წერილებს აქვეყნებდა.
კაროლინ ლუელ ბროკდორფი არამხოლოდ ჟურნალისტურ სფეროში ყოფილა ცნობილი და საინტერესო პერსონა. იგი ასევე გახლავთ სიგარეტის რეალიზატორი ერთ-ერთი ირლანდიური ფირმის სარეკლამო სახე და აქედან საკმაოდ დიდი შემოსავალიც ჰქონია. როგორც გაირკვა, მთელს ბრიტანეთში დიდ სარეკლამო ბილბორდებზე კაროლინის სახეს უფრო ხშირად ნახავს ადამიანი, ვიდრე ინგლისის დედოფლისას.
რაც შეეხება ნიკლასის და კაროლინის თანაცხოვრებას... შეიძლება ითქვას, რომ ეს წყვილი, ფაქტობრივად, ცოლ-ქმარია. უბრალოდ, ბენდტნერი ცოტა უცნაური ადამიანია და არანაირ ფორმალობებს არ აღიარებს. გარდა ამისა, დანიელი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ ქორწინება მხოლოდ გააცივებს მისი და მისი გულისსწორის გრძნობას. ამიტომ, ცხოვრობენ ერთად და ერთმანეთს არ უტყდებიან, რომ უნდათ თუ არა, რეალურად უკვე ცოლ-ქმარნი არიან.