კალათბურთი

21:11 | 18.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა მეტრეველი ჯერჯერობით “სოხუმში” რჩება

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი, მძიმე ფორვარდი ნიკა მეტრეველი (14.01.91, 213 სმ), ჯერჯერობით, სუპერლიგის მონაწილე დუდუ დადიანის მემორიალის გამარჯვებულ “სოხუმის” შემადგენლობაში იასპარეზებს.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “სოხუმის” მთავარმა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ განუცხადა.

“ნიკას მენეჯერი მოლაპარაკებას აწარმოებს იტალიის “ა” დივიზიონის მონაწილე “სკავოლინის” ხელძღვანელობასთან. უცხოეთში წასვლამდე კი მეტრეველი “სოხუმში” დარჩება” _ გვითხრა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ მეტრეველი ორჯერ (2011, 2013 წწ) მონაწილეობდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე. რამდენიმე წელიწადი იტალიის სხვადასხვა დივიზონის კლუბებში თამაშობდა

0.111223