გორის “დილას” ყოფილი ნახევარმცველი ნიკა ფილიევი რუსეთის პირველი დივიზიონის ნოვოსიბირსკის “სიბირში” ისინჯება.
22 წლის ფეხბურთელი საქართველოშია დაბადებული და რუსეთის მოქალაქეა. ის “დილაში” ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საშემოდგომო ეტაპზე გამოდიოდა და 7 მატჩი ჩაატარა.
ზამთარში მან გუნდი დატოვა და კვლავ რუსეთში თამაშს აპირებს. ფილიევი კარიერის განმავლობაში მოსკოვის “ლოკომოტივში”, ცსკა-ში, პერმის “ამკარში”, ბრატისლავის “სლოვანსა” და ასტრახანის “ვოლგარში” გამოდიოდა.