ბიალისტოკის “იაგიელონიას” შემტევი ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე მიმდინარე სეზონში თავისი თამაშით ბოლომდე კმაყოფილი არაა.
“თავს გაცილებით უკეთესად ვგრძნობ, ვიდრე რამდენიმე თვის წინ. განვლილი ორი წელი ჩემთვის ძალიან წარუმატებელი იყო და მათი დავიწყება რაც შეიძლება მალე მსურს. მთავარია, რაც ახლა ხდება. ჩემი თამაშით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ. რადგან უფრო მეტი შემიძლია. მთავარია ჯანმრთელი ვიყო” – იუწყება ძალამიძის სიტყვებს პოლონური ინტერნეტპორტალი sportowefakty.pl-ი.
მიმდინარე სეზონში, 22 წლის ფეხბურთელმა 3 მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და საგოლე პასებიც მიითვალა.