კალათბურთი

19:01 | 10.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა ცქიტიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ითამაშებს

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, მძიმე ფორვარდი ნიკოლოზ ცქიტიშვილი (14.04.1983, 216სმ, 105კგ) კარიერას არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაის კლუბ “ან ნაჰლ შარიაჰში” გააგრძელებს.

შეგახნებეთ, რომ ცქიტიშვილის პირველი გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე სოხუმის “კოლხა” (1997-98 წლების სეზონი) იყო. ევროპის შემდეგ კარიერა ნბა-ში გააგრძელა, სადაც რამდენიმე წელიწადი ითამაშა. 2011 წლიდან აზიაში თამაშობს. 2011-12 წლების სეზონი ირანის “მაჰრამში” გაატარა. 2012-13 წლების სეზონი ირანის კიდევ ერთ კლუბ “მაჰანში” დაიწყო და ლიბანის “ჩამპვილში” დაასრულა.

არის იტალიისა და ირანის ჩემპიონი. დასავლეთ აზიის თასის მფლობელი.

0.111396