საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” კიდევ ერთი ფეხბურთელი შეუერთდა – 26 წლის ნიგერიელი საყრდენი ნახევარმცველი ნაემეკა აჟურუ. ზესტაფონელთა პრეს-სამსახურის ცნობით, აფრიკელი ფეხბურთელი ბოლო წლებში სერბული ”ვოივოდინას” რიგებში ასპარეზობდა, ქართულ კლუბთან კი ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ორიოდე სიტყვით ზესტაფონელთა ახალწვეულის შესახებ: ნაემეკა აჟურუ – ნახევარმცველი; დაბადებული – 28.09.1986; სიმაღლე – 180 სმ, წონა – 75 კგ. კარიერის განმავლობაში, ნიგერიელ ნახევარმცველს შემდეგ კლუბებში უთამაშია: ”ზამფარა იუნაიტედი” (გუსაუ,
როგორც ირკვევა, აჟურუს თაობაზე ინტენსიური მოლაპარაკებები თითქმის ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლებშიც “ზესტაფონი”, “ვოივოდინა” და თავად ფეხბურთელი მონაწილეობდნენ. ქართულ კლუბს და ნაემეკა აჟურუს შორის კონტრაქტის გაფორმების საზეიმო ცერემონია 15 აგვისტოს ქალაქ ნოვი სადში შედგა.
აღნიშნულ პროცესზე “ზესტაფონს” კლუბის სპორტული დირექტორი მიხეილ ხუციშვილი წარმოადგენდა. ნაემეკა აჟურუ ზესტაფონელებს სავიზო პროცედურების დასრულებისთანავე შეუერთდება.