ჭადრაკი

20:43 | 4.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნიგალიძემ ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა

 

საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა ეროვნული ჩემპიონატში, რომელსაც თბილისის ჭადრაკის სასახლე მასპინძლობს, მე-9 ტურის პარტიები გათამაშდა. დიდ ინტერესს იწვევდა შეხვედრა ლიდერთა მონაწილეობით. ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, ასპარეზობის ერთპიროვნული ლიდერი, საერთაშორისო ოსტატი გაიოზ ნიგალიძე (6.5 ქულა) თეთრებით ალექსანდრე ყაშაშვილს (4) ეთამაშებოდა. ნიგალიძემ ზედიზედ მე-5 გამარჯვება მოიპოვა.

რადგან ასევე თეთრებით მოასპარეზე, მისმა უახლოესმა მდევარმა, საერთაშორისო დიდოსტატმა, ეროვნული ნაკრების წევრმა მერაბ გაგუნაშვილმა (6) თორნიკე სანიკიძის (5) წინააღმდეგობა ვერ დაძლია და მხოლოდ ყაიმით დაკმაყოფილდა, ნიგალიძემ ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა და ახლა უახლოეს მდევარს 1 ქულით უსწრებს. იგი ახლოსაა მიზანთან, რათა ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვოს. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტური რჩება.

მე-9 ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები

კონსტანტინე შანავა – დავით ჯოჯუა - 0:1

გაიოზ ნიგალიძე – ალექსანდრე ყაშაშვილი - 1:0

ლევან ფანცულაია – ლუკა პაიჭაძე - 1:0

მერაბ გაგუნაშვილი – თორნიკე სანიკიძე – ყაიმი

სოფო გვეტაძე – მიხეილ მჭედლიშვილი – ყაიმი

დავით ბენიძე – ივერი ჭიღლაძე – 1:0

სატურნირო მდგომარეობა 9 ტურის შემდეგ

  1. ნიგალიძე – 7.5
  2. გაგუნაშვილი – 6.5
  3. ფანცულაია – 6.0
  4. სანიკიძე – 5.5
  5. ჯოჯუა – 5.5
  6. მჭედლიშვილი – 4.5
  7. ყაშაშვილი – 4.0
  8. შანავა – 4.0
  9. პაიჭაძე – 3.5

10.  გვეტაძე – 3.0

11.  ბენიძე – 2.5

12.  ივერი ჭიღლაძე - 1.5

მე-10 ტურის შეხვედრათა განრიგი

ჯოჯუა – ჭიღლაძე, პაიჭაძე – ნიგალიძე, ყაშაშვილი – გაგუნაშვილი, შანავა –ფანცულაია, მჭედლიშვილი – ბენიძე, სანიკიძე – გვეტაძე.

აღნიშნულ ტურში, რა თქმა უნდა, დიდ ინტერესს იწვევს ნიგალიძის შეხვედრა, რომელიც ამჟამად არცთუ ისე კარგად მოთამაშე პაიჭაძეს ხვდება. რაც შეეხება გაგუნაშვილს, ისიც შავებით თამაშობს და ყაშაშვილს ხვდება.

0.120329