ჭადრაკი

21:02 | 20.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნიგალიძე ერთპიროვნული ლიდერია

სამი ტურიც და დასრულდება საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა 72-ე ეროვნული ჩემპიონატი, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე მასპინძლობს.

20 ივნისს მე-8 ტურის პარტიები გათამაშდა.

გამორჩეულ ინტერესს იწვევდა პარტიები I-IV ადგილებზე მყოფი მოჭადრაკეების მონაწილეობით. პირველი დამარცხება განიცადა ერთ-ერთმა ლიდერმა, კონსტანტინე შანავამ, რომელმაც 3,5 ქულის (VII-VIII) მქონე გიგა ყუფარაძესთან წააგო. ლიდერობაში მოზიარე მეტოქის დამარცხებით ისარგებლა გაიოზ ნიგალიძემ, შავებით ერთ-ერთ აუტსაიდერს, დავით ზარქუას მოუგო და 6,5 ქულით ერთპიროვნული ლიდერი გახდა. ასევე დიდ ინტერესს იწვევდა III-IV ადგილებზე მყოფი ლუკა პაიჭაძისა და დავით ჯოჯუას შეხვედრა. თეთრებით მოთამაშე პაიჭაძემ შეძლო ექსლიდერ ჯოჯუას დამარცხება და 6,0 ქულით ნიგალიძეს კვალში უდგას. არასტაბილურად თამაშობს ტურნირის რეიტინგ-ფავორიტი მიხეილ მჭედლიშვილი. წინა ტურში ერთპიროვნულ ლიდერ ჯოჯუას დამარცხების შემდეგ, ამ ტურში 2,5 ქულის მქონე საერთაშორისო ოსტატ დავით მაღალაშვილს თეთრებით ვერაფერი მოუხერხა და მხოლოდ ყაიმს დასჯერდა.

სხვა პარტიები ასე დასრულდა:

ლევან ფანცულაია – ფრიდონ ყალაგაშვილი 1:0

მერაბ გაგუნაშვილი – დავით ლომსაძე 1:0

სატურნირო მდგომარეობა რვა ტურის შემდეგ:

I – ნიგალიძე 6,5 ქულა

II – პაიჭაძე 6,0

III – შანავა 5,5

IV-VI – ჯოჯუა, მჭედლიშვილი, გაგუნაშვილი 5,0-5,0

VII-VIII – ფანცულაია, ყუფარაძე 4,5-4,5

IX – მაღალაშვილი 3,0

X – ლომსაძე 2,5

XI – ზარქუა 0,5

XII – ყალაგაშვილი 0

მე-9 ტურის შეხვედრათა განრიგი

ლომსაძე – ყუფარაძე

ნიგალიძე – გაგუნაშვილი

ყალაგაშვილი – ზარქუა

ჯოჯუა – ფანცულაია

მაღალაშვილი – პაიჭაძე

შანავა – მჭედლიშვილი

0.13196