21 წლის მცხეთელი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე უნგრეთში გამართულ 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე კანოეთი 200-მეტრიან დისტანციაზე მესამე ადგილზე გავიდა!
ნადირაძე პირველი ქართველი ნოჩბოსანია კახაბერ ლომიშვილის შემდეგ, რომელმაც დიდ საერთაშორისო ტურნირზე მედალი მოიპოვა. ლომიშვილი, რომელიც დღეს საქართველოს ნაკრების მწვრთნელია, 1985
ნადირაძე, რომელიც ნიკოლოზ გირდას ხელმძღვანელობით ვარჯიშობს, გაისად ბაქოში, ევროპის პირველ ოლიმპიურ თამაშებზეც იასპარეზებს. მან თამაშების ლიცენზია ცოტა ხნის წინ, კანოისტთა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ მოიპოვა.
საკვალიფიკაციო ეტაპი ზაზამ 39,555 წამში დაფარა, ნახევარფინალში უკეთესი დრო აჩვენა – 39,001, ფინალში კი მხოლოდ ლიტველ ჰენრიკას ზუსტაუტასს და რუს ანდრეი კრაიტორს ჩამორჩა – 40,567.
უნგრეთის ქალაქ შეგედში მსოფლიო ჩემპიონატი 18-წლამდელთა შორისაც გაიმართა. ერთადგილიანი კაიაკით 200 მეტრზე ბადრი ყაველაშვილმა ფინალში გააღწია, იქ კი დისტანცია 36,614 წამში დაფარა, რაც მხოლოდ მე-7 შედეგი იყო.
6-10 აგვისტოს ქართველი ნიჩბოსნები უფროსებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ.
კანოე – 200 მ
ზაზა ნადირაძე – III ადგილი
საკვალიფიკაციო ეტაპი – 39,555
1/2 ფინალი – 39,001
ფინალი – 40,567
კაიაკი – 200 მ
ბადრი ყაველაშვილი – VII ადგილი
საკვალიფიკაციო ეტაპი – 35,790
1/2 ფინალი – 36,150
ფინალი – 36,614
სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური