ფეხბურთი

12:23 | 8.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ნიცას” ნახევარმცველი სეზონის ბოლომდე დისკვალიფიცირებულია

ფრანგული “ნიცას” ერთ-ერთი ლიდერი ვალენტინ ეისერიკი ძალზე უხეში თამაშისთვის 11-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ სეზონამდე მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს. ამის შესახებ L’Equipe-ი იუწყება. 

საქმე ისაა, რომ “სენტ ეტიენისა” და “ნიცას” მატჩში, ეისერიკმა ჟერემი კლემანს უმძიმესი ტრავმა მიაყენა. კლემანი მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა დაადგინეს, რომ ფრანგს ფეხის ძვლის რამდენიმე მოტეხილობა აქვს. 
“უკვე არაერთხელ ვთქვი, რომ ჩემს საქციელს ძალიან ვნანობ. დისციპლინარული კომიტეტის ასეთ მკაცრ გადაწყვეტილებაზე კომენტარს არ გავაკეთებ და არც მის გაპროტესტებას ვგეგმავს. მე ნამდვილად არ მინდოდა კლემანისთვის ტრავმის მიყენება”, - განაცხადა ეისერიკმა. 
 
ვიდეო: http://www.youtube.com/watch?v=Kkss3sKO5yc
0.11746