იტალიური “მილანის” საკუთრებაში მყოფმა ახალგაზრდა თავდამსხმელმა, მბაიე ნიანგმა ფრანგულ “მონპელიესთან” ერთად ვარჯიში უკვე დაიწყო.
“მონპელიეს” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მხარეებს საარენდო ხელშეკრულება ჯერ არ გაუფორმებიათ, მაგრამ ეს 1 იანვარს მოხდება, ხოლო ფეხბურთელს გულშემატკივრებს 3 იანვარს წარუდგენენ.