ფეხბურთი

14:12 | 11.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნევილი უელბეკის ტრანსფერით უკმაყოფილოა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა კლუბის ხელმძღვანელობას ფორვარდ დენი უელბეკის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება დაუწუნა. მანჩესტერელებმა 23 წლის ფეხბურთელი “არსენალს” მიჰყიდეს.

“არ მესმის, რატომ გაუშვეს უელბეკი, თან სულ რაღაც 16 მილიონ გირვანქა სტერლინგად. ზაფხულის სატრანსფერო სეზონზე დაახლოებით ანალოგიურ ფასად მცველები გაიყიდნენ. “მანჩესტერ იუნაიტედი” კი თავდამსხმელს შეელია და ამასთან, ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი გააძლიერა” – ციტირებს TalkSport ნევილის სიტყვებს. 

 

ვასილ მშვილდაძე

0.12229