“ბრუკლინ ნეთსის” მთავარ მწვრთნელად ლიონელ ჰოლინზი დაინიშნა. ეს ცნობა ნბა-ს კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.
კონტრაქტის ვადა და ფინანსური დეტალები არ ხმაურდება, თუმცა, არსებული ინფორმაციით, “მემფისის” ყოფილი თავკაცი წელიწადში 4 მილიონ დოლარს მიიღებს.
აღნიშნულ პოსტზე ჰოლინზი ჯეისონ კიდს შეცვლის, რომელმაც “ნეთსის” ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის შემდეგ “მილუოკი ბაქსს” მიაშურა.