ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელის, ალესანდრო ნესტას მეუღლე, გაბრიელა პაგნოცი, თურქული კურორტების დიდი მოყვარული ყოფილა და წელიწადში რამდენჯერმე ოსმალურ დასასვენებელ ალაგებს სტუმრობს. გაბრიელას ჩვენს მეზობელ ქვეყანაში თურმე განსაკუთრებულად კლიმატი და მომსახურება მოსწონს.
რთული სათქმელია, ასე რატომ გადაირია თურქეთზე იტალიაში დაბადებული და გაზრდილი ქალი. იმ იტალიაში, სადაც კურორტებზე ყოველწლიურად უამრავი ადამიანი ჩადის და ათი მაგდენი იქ ჩასვლაზე ოცნებობს. თუმცა, ყველა ადამიანს ერთნაირი გემოვნება რასაკვირველია არა აქვს.
გაბრიელა პაგნოცი და ალესანდრო ნესტა, 10 წელიწადზე მეტია, რაც ცოლ-ქმარნი არიან და ამ დროის მანძილზე არც ერთ მნიშვნელოვან და ხმაურიან სკანდალში მათი ურთიერთობა არ გაბმულა. გამოდის რომ, ალესანდრომ და მისმა მეუღლემ ურთიერთობების დალაგება კარგად იციან. პრიორიტეტების დალაგებაზე კი რა მოგახსენოთ...