ფეხბურთი

14:40 | 3.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნერგაძეს სასტარტოს აღარ ანდობენ

სამხრეთ აფრიკის უმაღლესი ლიგის 23-ე ტურში, “მოროკა სვოლოუსმა”, სადაც გიორგი ნერგაძე გამოდის, “ბლექ ლეოპარდსს” სტუმრად 1:0 აჯობა.

წინა ტურის მსგავსად, ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არც ამჯერად იყო და თამაშში 57-ე წუთზე ჩაერთო. რამდენიმე სეზონია, ნერგაძე “მოროკას” სასტარტოს ფეხბურთელია და საწყის თერთმეტეულში ადგილი ბოლო დროს დაკარგა. აქვე გეტყვით, რომ “მოროკამ” გამარჯვების გოლი 84-ე წუთზე გაიტანა.

“მოროკამ” 31 ქულა დააგროვა და 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მერვეა.

სომხეთის პრემიერლიგის 35-ე ტურში, “ულისესმა”, რომელშიც შოთა ჯიქია და თენგიზ უგრეხელიძე ირჯებიან, საკუთარ მოედანზე “ბანანცს” ვერ მოუგო – 0:0.

ჯიქიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო უგრეხელიძე მხოლოდ 18-კაციან განაცხადში ყოფნით შემოიფარგლა. სხვათა შორის, სომხეთის პირველობაზე ჯიქიას და უგრეხელიძის გარდა, სხვა ქართველები არ თამაშობენ. “ულისესს” 36 ქულა აქვს და 8 გუნდში მე-6 ადგილი უკავია.

0.114306