სუპერლიგის მონაწილე “ბათუმი-რსუს” სერბი ლეგიონერი, ცენტრალური თავდამსხმელი ნემანია მიშკოვიჩი (08.10.93, 27სმ) ვერც მიმდინარე ჩემპიონატის მე-2 წრის მე-3 ტურში, ასპარეზობის ერთპიროვნულ ლიდერ “დინამოსთან” შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 14 თებერვალს ბათუმში ჩატარდება.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “ბათუმი-რსუს” მოთამაშე მწვრთნელმა ვანო მაისურაძემ განუცხადა.
“მიშკოვიჩი ოჯახური მდგომარეობის გამო გაურკვეველი ვადით დაგვეთხოვა და ზუსტად არ ვიცით როდის შემოგვიერთდება,” – გვითხრა მაისურაძემ.
შეგახსენებთ, რომ მიშკოვიჩი ამერიკელ ლეგიონერ, უკანახაზელ კემერონ მაკევრისთან ერთად “ბათუმი-რსუში” მიმდინარე ჩემპიონატის პირველი წრის დასრულების შემდეგ ჩაირიცხა. სამშობლოში მოულოდნელი გამგზავრების შემდეგ, მიშკოვიჩმა “არმიასთან” შეხვედრა უკვე გამოტოვა.