დიდი ალბათობით, ბერძნული “ოლიმპიაკოსის” ფორვარდი ნელსონ ვალდესი კარიერას ფრანკფურტის “აინტრახტში” განაგრძობს. ამის შესახებ “ბილდი” იუწყება.
როგორც ირკვევა, მხარეებს ფინანსური დეტალები უკვე შეთანხმებული აქვთ. პარაგვაელს ფრანკფურტელებთან კონტრაქტზე ხელის მოწერაღა დარჩა. მოგეხსენებათ, ვალდესისთვის გერმანიის ბუნდესლიგა უცხო არაა – სამხრეთამერიკელს ბრემენის “ვერდერსა” და “დორტმუნდში” უთამაშია.
შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი ვალდესმა “ალ ჯაზირაში” დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით, ევროპაში დაბრუნდა და კონტრაქტი “ოლიმპიაკოსთან” გააფორმა.