კატალონიის “ბარსელონა” თავის პირველ ახალწვეულ ნეიმარს გულშემატკივრებისა და პრესის წინაშე ორშაბათს წარადგენს. Marca-ს ცნობით, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ ჯერ კიდევ “სანტოსის” ფორვარდს ესპანეთში გაფრენის ნება შემდეგი კვირისთვის დართო. ამგვარად, 21 წლის შემტევი კატალონიაში ინგლისის ნაკრებთან ამხანაგური მატჩის შემდეგ გაემგზავრება.
კატალონიაში ჩაფრენის შემდეგ, ნეიმარი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. ამის შემდეგ, “ბარსას” მაისურს პირველად მოირგებს და “კამპ ნოუზეც” გავა.
არაოფიციალური ინფორმაციით, ესპანეთში ნეიმარის 11-ნომრიანი მაისურები უკვე იყიდება. ჯერჯერობით, უცნობია, რა ნომრით იასპარეზებს ბრაზილიელი “ბარსელონაში”. სადღეისოდ, “ბარსას” 11-ნომრიანი მაისური ტიაგო ალკანტარას ეკუთვნის.