ფეხბურთი

19:24 | 28.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარის დებიუტი “სანტოსთან” მატჩში შედგება

“ბარსელონას” ახალწვეული ნეიმარი კატალონიური კლუბის მაისურით პირველად თავისი აწ უკვე ყოფილი გუნდის, “სანტოსის” წინააღმდეგ ითამაშებს. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც დადასტურდა, რომ 2 აგვისტოს, გამპერის თასზე, “ბარსელონას” “სანტოსი” დაუპირისპირდება.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ნეიმარის “ბარსელონაში” გაშვების სანაცვლოდ, “სანტოსმა” კატალონიელებისგან 2 ამხანაგური თამაშის გამართვა მოითხოვა. ივარაუდებოდა, რომ ერთ-ერთი მათგანი 2 აგვისტოს შედგებოდა და გუნდები ერთმანეთს ხუან გამპერის სახელობის ამხანაგურ ტურნირზე დაუპირისპირდებოდნენ. დღეს, ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნეიმარი, რომელიც “ბარსელონას” წინასასეზონო მზადებას დაგვიანებით შეუერთდება, პირველ ამხანაგურ მატჩს სწორედ “სანტოსის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.119841