ფეხბურთი

1:11 | 10.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა

ბრაზილიის ნაკრების ლიდერი ნეიმარი ბოლო ვარჯიშზე დაშავდა, თუმცა, მისი ტრავმა სერიოზული არ არის.

“ბარსელონას” 21 წლის შემტევმა ტერფი დაიზიანა და მოახლოებული მსოფლიოს ჩემპიონატის წინ გულშემატკივრები ძალიან შეაშინა.

მოგვიანებით ბრაზილიელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ განაცხადა, რომ ნეიმარი იოლად გადარჩა და მისი მუნდიალზე თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს პირველობა 12 ივნისს სტარტს სწორედ ბრაზილიის და ხორვატიის ნაკრებების მატჩით აიღებს და თუკი არაფერი შეიცვალა, ნეიმარი ძირითად შემადგენლობაში იქნება. 

0.112812